რომან აბრამოვიჩს განქორწინება 2 მილიარდი დოლარი უჯდება

რომან აბრამოვიჩს განქორწინება 2 მილიარდი დოლარი უჯდება50 წლის რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი ათწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, მესამე ცოლს 36 წლის დარია ჟუკოვას ოფიციალურად ეყრება.
Wall Street Journal წერს, რომ რუსმა ნავთობ-მაგნატის ალექსანდრ ჟუკოვის 23 წლის ქალიშვილმა დარია ჟუკოვამ და აბრამოვიჩმა ერთმანეთი 2005 წელს გაიცნეს.
მაშინ მილიარდერი რიგით მეორე ცოლზე ირინა მალანდინაზე იყო დაქორწინებული, მათ 5 შვილი ჰყავთ. წყვილი 16 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, 2007 წელს გაეყარა ერთმანეთს. ირინა მალანდინამ ექს მეუღლისგან 300 მილიონი აშშ დოლარი, დიდ ბრიტანეთში მამული, საფრანგეთში ციხე-სიმაგრე hateau de la Croe და ყოფილი მეუღლის პირადი გემით და თვითმფრინავით სარგებლობის უფლება მიიღო.
დარია ჟუკოვა აბრამოვიჩთან გაყრის შემდეგ, 2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს მიიღებს და მათი განქორწინება მსოფლიოში ყველაზე ძვირსდ ჩაითვლება.
ბიზნესმედია