როსტოვში ხანძრის შედეგად 100-ზე მეტი შენობა დაიწვა

როსტოვში ხანძრის შედეგად 100-ზე მეტი შენობა დაიწვარუსეთში, ქალაქ როსტოვში ხანძრის შედეგად 100-ზე მეტი შენობა დაიწვა, მათ შორის 83 საცხოვრებელი სახლია.
აღნიშნულის შესახებ როსტოვის ოლქის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მთავარ სამმართველოში განაცხადეს.„დაზუსტებული მონაცემებით, ხანძარის შედეგად 107 შენობა დაიწვა, მათ შორის 83 საცხოვრებელი სახლია“, – აღნიშნეს უწყებაში.

როსტოვში ხანძრის შედეგად 100-ზე მეტი შენობა დაიწვაგუშინ, როსტოვის ცენტრში, საცხოვრებელ სახლებს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის გავრცელების ფართობმა 10 ათასი კვადრატული მეტრი შეადგინა. ამ მომენტისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. ქალაქში საგანგებო სიტუაციია რეჟიმია შემოღებული.
ხანძრის შედეგად 45 ადამიანი დაშავდა, მათ შორის შვიდი ადამიანი ჰოსპიტალიზირებულია.
არსებული ინფორმაციით, ხანძარი ერთ-ერთ სახლში საყოფაცხოვრებო ტექნიკის აფეთქებამ გამოიწვია, თუმცა პროკურატურა განზრახ ცეცხლის გაჩენის ვერსიასაც განიხილავს.

როსტოვში ხანძრის შედეგად 100-ზე მეტი შენობა დაიწვა

ინტერპრესნიუსი