რუსეთის ჯარი ბელარუსში შევიდა

რუსეთის ჯარი ბელარუსში შევიდაბელარუსში რუსეთის სამხედრო ტექნიკა შევიდა. გამოცემა “Хартия”-მ გამოაქვეყნა ვოდეომასალა, რომელშიც ჩანს, როგორ გადაადგილდება ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო მანქანების კოლონა.

ვიდეომასალაში აღბეჭდილია “ურალის” ტიპის სატვირთო მანქანები სარეგისტრაციო კოდით “RUS”. რუსული სამხედრო ტექნიკა ბელარუსის შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ სასწავლო ცენტრთან ახლოს ტყეში დააფიქსირეს.

სამხედრო კოლონას ბელარუსის საგზაო მილიციის მანქანები აცილებდნენ.

რუსეთ-ბელარუსის სწავლება “დასავლეთი 2017” ბელარუსის ტერიტორიაზე სექტემბერში გაიმართება. რუსული სამხედრო ტექნიკის გადასროლისთვის უპრეცედენტო რაოდენობის (4 ათასი) სარკინიგზო ვაგონი გამოიყენეს.

ბევრი პოლიტიკოსისა და ექსპერტის ვარაუდით, სწავლების შემდეგ რუსეთის ჯარი ბელარუსში დარჩება.

პირველი