რუსეთში ავტობუსი ზღვაში გადავარდა – 13 ადამიანი დაიღუპა

რუსეთში ავტობუსი ზღვაში გადავარდა - 13 ადამიანი დაიღუპარუსეთში, კრასნოდარის მხარეში ავტობუსი ზღვაში გადავარდა, რის შედეგადაც 13 ადამიანი დაიღუპა. რუსული მედიის ცნობით, ავტობუსში სულ 20 ადამიანი იმყოფებოდა. ამ დროისთვის 2 გადარჩენილის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია.

ავტობუსს ერთ-ერთი საწარმოს, ტამანნეფტეგაზის, თანამშრომლები გადაჰყავდა, რომლებიც სამსახურიდან ბრუნდებოდნენ. ავტობუსი ზღვაში სოფელ ვოლნაში გადავარდა.