რუსი დეპუტატი იგორ მარტინოვი მესაზღვრეებმა საქართველოში არ შემოუშვეს

რუსი დეპუტატი იგორ მარტინოვი მესაზღვრეებმა საქართველოში არ შემოუშვესქართველმა მესაზღვრეებმა რუს დეპუტატ იგორ მარტინოვს საქართველოში შემოსვლის უფლება არ მისცეს.

ის ოჯახთან ერთად ერევნიდან მოდიოდა.
ამის შესახებ მარტინოვი ფეისბუკის გვერდზე წერს.

„უკან დაბრუნება ნაკლებად სასიამოვნო აღმოჩნდა. ქართველმა მესაზღვრეებმა ქვეყანაში შესვლაზე უარი გვითხრეს, ყოველგვარი ახსნის გარეშე. მათ ჩემი ოჯახი საზღვარზე დაახლოებით 2 საათი დააყოვნეს.

მესაზღვრეებმა კარგად იცოდნენ, რომ იქ სხვა სამანქანო გზა არ იყო. მოგვიწია, მანქანა ერევანში დაგვეტოვებინა და თვითმფრინავით გავფრენილიყავით,” – წერს მარტინოვი ფეისბუკზე.

გავრცელებული ცნობით, მარტინოვი ერევანში, ოჯახთან ერთად ავტომობილით საქართველოს გავლით რუსეთიდან ჩავიდა, თუმცა უკანა გზაზე მესაზღვრეებმა საქართველოში აღარ შემოუშვეს.

მარტინოვის საზღვარზე გაჩერება, სავარაუდოდ, რამდენიმე წლის წინ დეპუტატის ცხინვალში ყოფნას უკავშირდება.

ნიუპოსტი