პაუერლიფტინგში მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი რუსი სპორტსმენი ანდრეი დრაჩოვი მოკლეს. რუსული მედიის ინფორმაციით, ის კაფეში მთვრალი ხულიგნის პროვოკაციას წამოეგო. ამის შემდეგ კაფეში რამდენიმე ახალგაზრდა მივიდა, რომლებმაც მსოფლიოს ჩემპიონი გარეთ გაიყვანეს და დაუნდობლად სცემეს.
ანდრეი დრაჩოვი ჩხუბის დროს მიღებული ტრამვების შედეგად გარდაიცვალა.
1985 წელს დაბადებული დრაჩევი 120 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.

