მოსკოვში რუსი მომღერალი და პროდიუსერი ალექსანდრ ერმაკი აფხაზი მეგობრის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მკვლელობა 23 აგვისტოს აფხაზი იურისტის ბინაში მოხდა, რომელიც მოსკოვის ჩრდილოეთ ნაწილში, ხოროშევსკის შოსეზე, მდებარეობს.
ამის შესახებ დაწერა ”მოსკოვსკი კომსომოლეცმა”.
გამოცემის ინფორმაციით, 35 წლის მომღერალმა 45 წლის აფხაზი მამაკაცი მას შემდეგ მოკლა, რაც იურისტმა ტანზე გაიხადა და მასთან ინტიმური კავშირის დამყარება სცადა.
ამის შემდეგ თავის აფხაზ მეგობარს ერმაკმა დანით 11 ჭრილობა მიაყენა.
მკვლელობის დროს ერმაკმაც მიიღო ჭრილობა, რის შემდეგაც ის აფთიაქში ჩავიდა და ბინაში დაბრუნებულმა აბაზანაში იბანავა და სისხლი ჩამოიბანა. შემდეგ აიღო 2 ნოუთბუქი და 2 მობილური ტელეფონი და დატოვა სახლი.
პოლიციას მომღერლის მძღოლმა მიმართა. მგზავრობის დროს მას ერმაკი მკვლელობაში გამოუტყდა. მძღოლმა მისი სიტყვები დიქტოფონზე ჩაიწერა.
ერმაკს ბრალდება უკვე წაუყენეს.

