სააგენტო “ექსპრესნიუსზე” ჰაკერული შეტევა განხორციელდა

საინფორმაციო სააგენტო “ექსპრესნიუსზე” ჰაკერული შეტევა განხორციელდა. კიბერთავდასხმის შედეგად, სააგენტოს ყველა ფაილი განადგურდა.

“ახალი ამბების სააგენტო “ექსპრესნიუსის” ვებ გვერდზე განხორციელდა უკანონო შეღწევა. განადგურდა backup და ყველა ფაილი. შესაბამისად, აღარ არსებობს “ექსპრესნიუსის” ვებ-გვერდი. კონტრაქტორმა სერვერის უზრუნველმყოფმა კომპანიამ პასუხისმგებლობა მოიხსნა და აღნიშნა, რომ ყველა ბაზა და ფაილი წაშლილია და ვერაფრით ვერ მოახერხებდნენ ასეთი თავდასხმისგან ExpressNews დაცვას. ახლა სპეციალისტები მუშაობენ საიტის, მათ შორის უნიკალური ფოტო, ტექსტ და ვიდეო არქივის აღსადგენად”, – წერს სოციალურ ქსელში “ექსპრესნიუსის” მთავარი რედაქტორი და დამფუძნებლი ირაკლი მანაგაძე.

ფაქტთან დაკავშირებით რეადაქცია შინაგან საქმეთა სამინისტროში სარჩელის შეტანას დღეს აპირებს.

პირველი