საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, მის მიმართ ახალი ბრალდების მომზადების შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომლითაც მისი ექსტრადირებისთვის, უკრაინული კანონმდებლობისთვის საფუძვლის შექმნა სურთ.
ამის შესახებ სააკაშვილის საკუთარი ფეისბუქის გვერდზე წერს.
„საქართველოს ხელისუფლება, უკრაინაში „ბარიგებთან“ სრულ კოორდინაციაში მყოფი, ახალ ბრალდებას მიმზადებს – საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მომზადება.
ისინი პოროშენკოს შეპირდნენ, რომ ბრალდებას 10 სექტემბრამდე წარმიდგენენ.
საქმე იმაშია, რომ სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის ბრალდება, რაც გვირგვინების შეძენასა და უცხოული დელეგაციების მიღებაში გამოიხატება, უკრაინის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ექსტრადაციის მიზნით პატიმრობას ვერ „ქაჩავს“. პოროშენკოსა და უკრაინის გენრალურ პროკურატურას კი სჭირდება იურიდიული საფუძველი საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ ჩემს დასაკავებლად.
ისინი უკვე მიხვდნენ, რომ საზღვრის დარღვევას არ ვაპირებ და მათ მიერ საჩქაროდ მომზადებულ კანონპროექტს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შესახებ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებაზე ჩემზე ვერ გამოიყენებენ. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა – ეს არის სუფთა პოლიტიკური მუხლი, რომელიც იმდენად სასაცილოა, რომ საქმის ფაბრიკაციაში ეჭვი აღარავის შეეპარება, მაგრამ ,,ბარიგებისთვის“, როგორც ჩანს, ყველა საშუალება გამოსადეგია“, – წერს სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილი.

