საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინაში დაბრუნებას ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის საზღვრის გადაკვეთით გეგმავს.
ამის შესახებ სააკაშვილმა “ტელეარხ 24“-თან განაცხადა.
– მე დავბრუნდები უკრაინაში. ვგეგმავ, უკრაინის საზღვარი ერთ-ერთი ევროპული ქვეყნიდან გადავკვეთო. სხვა საცხოვრებელი ადგილი არც ევროპაში ან მის ფარგლებს გარეთ, არ გამაჩნია. ყველა ჩემი ნივთიც უკრაინაშია. ჩემი მეგობრების უმრავლესობა და პარტია, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, უკრაინაშია. ზეგ დავასახელებ უკრაინაში დაბრუნების კონკრეტულ თარიღს, – განაცხადა სააკაშვილმა.
ნიუპოსტი

