სააკაშვილმა ვილნიუსში რუსეთის საელჩოსთან აგვისტოს ომი გააპროტესტა

სააკაშვილმა ვილნიუსში რუსეთის საელჩოსთან აგვისტოს ომი გააპროტესტასაქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში იმყოფება.

შესაბამის ფოტოს დემოკრატიული პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი, ტომას კაზულენასი Twitter-ზე აქვეყნებს. ფოტო აგვისტოს ომიდან ცხრა წლის გასვლასთან დაკავშირებულ ღონისძიებას ასახავს.

მიხეილ სააკაშვილმა ვილნიუსში რუსეთის საელჩოსთან საპროტესტო აქციაში მიიღო მონაწილეობა.

ჟურნალისტების კითხვას, მიიღებს თუ არა ის ლიტვის მოქალაქეობას, მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა, რომ უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნებას აპირებს.

– მე უნდა დავიბრუნო უკრაინის მოქალაქეობა, რომელიც უკანონოდ ჩამომართვეს. ბევრი უკრაინელი გაბრაზებულია ამ ფაქტით და იმედგაცრუებულად იგრძნობენ თავს, თუ მე არ ვიბრძოლებ, – დასძინა სააკაშვილმა.