– წუხელ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე რეიდი ჩაატარა, რადგან ვარაუდობდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე შემოვიდოდა.
აღნიშნულის შესახებ უკრაინის პარლამენტის დეპუტატი და „მიხეილ სააკაშვილის ახალი ძალების მოძრაობის“ წევრი იური დერევიანკო „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
– პოლონეთთან საზღვარზე რეიდი ჩატარდა იმის ვარაუდით, რომ სააკაშვილი უკრაინაში ბრუნდება. პოლონეთთან საზღვარი ხელოვნურად იყო ბლოკირებული. ეს მოხდა პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციის უშუალო დავალებით“ „კრაკოვეცის“ გამშვებ პუნქტზე , – დაწერა იური დერევიანკომ.
დეპუტატის თქმით, მისი მანქანა ზედმიწნევით გაჩხრიკეს.
– საბარგულში სააკაშვილს ეძებდნენ. ეს კომედია იმის მიზეზი გახდა, რომ მრავალკილომეტრიანი საცობი შეიქმნა, – აღნიშნა მან.
იური დერევიანკო მიიჩნევს, რომ ეს არა მხოლოდ უკრაინის კანონმდებლობის, არამედ საერთაშორისო შეთანხმებების დარღვევაა.
– მიხეილ სააკაშვილი საჯაროდ განაცხადებს უკრაინაში დაბრუნების თარიღს, – დასძინა მან.
ინტერპრესნიუსი

