სამხრეთ კორეის პრეზიდენტი: “კორეაში ომი არ იქნება”

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი: "კორეაში ომი არ იქნება"სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჯე ინი აცხადებს, რომ სამხრეთ კორეის ნახევარკუნძულზე ომი არ იქნება.

– მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი ომი არ იქნება. აშშ და პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზად არის სამხრეთ კორეასთან ერთად განიხილონ იმ მოქმედებების ვარიანტები, რომლებიც დაგეგმილი აქვთ, – ამის შესახებ მუნ ჯე ინმა პრეზიდენტის პოსტზე 100 დღის მუშაობის შეჯამებისას განაცხადა.

მას ასევე დასძინა, რომ აშშ-ს მხრიდან სამხედრო ძალის გამოყენების მუქარა ჩრდილოეთ კორეაზე გავლენის მოხდენას ემსახურება მიზნად, მაგრამ ეს საომარ მოქმედებებზე გადასვლას არ ნიშნავს.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის თქმით, ფხენიანთან დიალოგი გარკვეული პირობების შესრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი. მას ასევე არ გამორიცხა ჩრდილოეთ კორეაში სპეციალური წარმომადგენლის გაგზავნა, თუკი დიალოგს რეალური შედეგი ექნება.

14 აგვისტოს,  მუნ ჯე ინმა ამერიკელ მოკავშირეებს, ჩრდილოეთ კორეასთან დაძაბული ურთიერთობების ფონზე, დახმარება სთხოვა.  პრეზიდენტმა მუნ ჯე ინმა ამერიკელ დიპლომატს გენ ჯოსეფ დანფორდს განუცხადა, რომ სიტუაცია დიპლომატიურად უნდა მოგვარდეს და “თავი უნდა ავარიდოთ უხეშ გამონათქვამებს”.

2017 წლის აგვისტოში, ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობა სხვა ქვეყნებთან მკვეთრად გაუარესდა. ფხენიანმა ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, უშიშროების საბჭომ და გაერომ ქვეყნის წინააღმდეგ ახალი სანქციები შემოიღო. პასუხად ჩრდილოეთ კორეა ამერიკის შეერთებულ შტატებს ბირთვული დარტყმით დაემუქრა, დონალდ ტრამპი კი ფხენიანს “ცეცხლს და რისხვას” დაჰპირდა, რაზეც თავის მხრივ ფხენიანმა უპასუხა, რომ გუამზე სარაკეტო იერიშს მიიტანს.

იმედინიუსი