ნატო-ს გენერალური მდივნის კორტეჟი ვარშავაში გუშინ ღამით ავარიაში მოყვა. პოლიციის ავტომობილს, რომელიც იენს სტოლტენბერგის კორტეჟს აცილებდა, გზაჯვარედინზე სატვირთო ავტომობილი დაეჯახა.
სამართალდამცველების ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაიმტვრა ესკორტის რამდენიმე ავტომობილი.
მანქანა, რომელშიც ნატო-ს გენერალური მდივანი იმყოფებოდა, არ დაზიანებულა. ინცინდენტის შემდეგ 4 დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ შორის ორი პოლიციელია.

