აშშ-ის პრეზიდენტმა ტეხასის შტატი სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა. ტრამპმა ეს განკარგულება არიაზონაში ქარიშხალ „ჰარვის“ წინააღმდეგ ფედერალური ძალების გამოყენების საჭიროების გამო გამოსცა. სტიქიის ზონიდან უკვე ევაკუირებულია 10.000 ადამიანი. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ტეხასის გუბერნატორის მოთხოვნის საფუველზე გამოვეცი განკარგულება შტატის სტიქიურ ზონად გამოცხადების შესახებ, რათა შესაძლებელი გახდეს საჭიროების შემთხვევაში ფედერალური ძალების გამოყენება“, დაწერა Twitter-ზე აშშ-ის პრეზიდენტმა.
„ქარიშხალმა უკვე მიაღწია მეოთხე კატეგორიას და მიუახლოვდა ტეხასის სანაპიროს. ქარიშხალი 210კმ/სთ. სიჩქარით მოძრაობს. „ჰარვიმ“ უკვე დააზარალა ქალაქი პორტ-არანზასი, რომელიც ტეხასის სანაპიროსთან ახლოს მდებარეობს“, – ნათქვამია ადგილობრივი პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ტეხასის გუბერნატორმა შტატის სამხრეთ ნაწილში მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდა.
ნიუპოსტი

