ტერაქტი ბარსელონაში – ფურგონი ხალხში შეიჭრა

ტერაქტი ბარსელონაში - ფურგონი ხალხში შეიჭრაცოტა ხნის წინ ბარსელონაში, რამბლის ქუჩაზე, სატვირთო მანქანის მძღოლი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. წინასწარი ინფორმაციით, 2 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.

ესპანეთის პოლიციამ განაცხადა, რომ სატვირთო მანქანის ფეხით მოსიარულეებზე დაჯახებას ტერაქტად აფასებს. ინფორმაციას სააგენტო AFP ავრცელებს.
თვითმხილველების თქმით, სროლის ხმა ისმის ბარსელონაში, ბაზრის ტერიტორიაზე. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ გახსნა ცეცხლი, არ ვრცელდება.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტერაქტში დამნაშავეები პარალელურ ქუჩაზე, ერთ-ერთ ბარს აფარებენ თავს. სხვა ცნობებით, დამნაშავე შეიძლება მარტო იყოს.

ხორდი ლინო იჯდა ავტობუსში, რომელიც რამბლის ქუჩაზე მოძრაობდა.

– ჯერ დავინახე ხალხი, რომელიც გარბოდა და შემდეგ შევნიშნე სატვირთო მანქანა, ქუჩის შუაგულში დაჭრილი ადამიანები იყვნენ, – თქვა მან.

ტაქსის მძღოლმა კი TV3-ს უთხრა, რომ მან დაინახა, როგორ გაურბოდა ხალხი სატვირთო მანქანას.