რესპუბლიკური პარტიის ერთერთი ლიდერის თამარ კორძაიას თქმით ოპოზიცია მოლოდინის რეჟიმშია და ელოდება ხელისუფლების პასუხს, მზად არის თუ არა მმართველი გუნდი პრინციპულ საკითხების განსახილველად.
– უმრავლესობის წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ ჩვენი მოსაზრების მოსმენა სურთ და შემდეგ შეჯერება, ჩვენი მოსაზრებები არაერთხელ გავუზიარეთ საჯაროდ, არაერთ ფორმატში,. მთელი ოპოზიციური სპექტრი, საპარლამენტო, არასაპარლამენტო იყო ერთიანი სამართლიან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით 2020 წლისთვის, მისი კომპონენტებით, მაგრამ კომპონენტების დეტალებამდე ამ შეხვედრაზე არ დავსულვართ, რადგან უმრავლესობის წარმომადგენლებს არ ჰქონდათ პასუხი, არიან თუ არა მზად სიღრმისეულ განხილვაში შევიდნენ თუნდაც ამ ერთ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით.
ჩვენ, ოპოზიციის წარმომადგენლები, ველოდებით ხელისუფლებისგან პასუხს, არის თუ არა მზად დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, მათ დღეს პასუხი არ ჰქონდათ იმ ძირითად საკითხზე, რაზეც არაერთხელ განგვიცხადებია, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
ნიუპოსტი

