თენგიზ შერგელაშვილი უსუფაშვილის პარტიიდან თბილისის მერობის კანდიდატი იქნება

თენგიზ შერგელაშვილი უსუფაშვილის პარტიიდან თბილისის მერობის კანდიდატი იქნებახვალ დავით უსუფაშვილის პარტია – “შენების მოძრაობა“ თბილისის საარჩევნო გუნდს და მერობის კანდიდატს წარადგენს. თბილისის მერობის კანდიდატის ვინაობა წარდგენამდე არ სახელდება, თუმცა როგორც “Imedinews“-ისთვის ცნობილი გახდა, ის ეკონომისტი თენგიზ შერგელაშვილი იქნება.

თენგიზ შერგელაშვილი წლების განმავლობაში რესპუბლიკური პარტიის წევრი იყო. ის არის 2013-2014 წლის თვითმართველობის რეფორმის ერთ-ერთი ავტორი. 2012 წლის ბოლოს “ქართული ოცნების” მთავრობაში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, სადაც თვითმმართველობის მიმართულებას კურირებდა. თანამდებობიდან 2016 წლის საპარლამენტო არჩევებამდე გადადგა, ხოლო არჩევნების შემდეგ დავით უსუფაშვილთან ერთად “რესპუბლიკური პარტია” დატოვა.