თურქეთში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელიც აშშ-ს სამხედრო თვითმფრინავზე თავდასხმას გეგმავდა

თურქეთში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელიც აშშ-ს სამხედრო თვითმფრინავზე თავდასხმას გეგმავდათურქეთის პოლიციამ დააკავა რუსეთის მოქალაქე რენატ ბაკიევი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო თვითმფრინავზე თავდასხმას გეგმავდა. პოლიცია აცხადებს, რომ ბაკიევი “ისლამური სახელმწიფოს” წევრია.თურქმა სამართალდამცავებმა გაშიფრეს მისი მიმოწერა ISIS-ის წევრ სხვა ტერორისტთან აპლიკაცია Telegram-ის მეშვეობით. მიმოწერაში ნათქვამია, რომ იგი აპირებს შეიძინოს დრონი და მისი მეშვეობით თავს დაესხას აშშ-ს ერთერთ სამხედრო თვითმფრინავს, რომელიც ინჯირლიკის ავიაბაზაზეა განთავსებული და ამ მიზნით მან ველოსიპედით დაზვერვაც ჩაატარა.

ამ გეგმის ჩაშლის შემთხვევაში, იგი აპირებდა ტერაქტის მოწყობას ამერიკელი სამხედროების თავშეყრის ადგილას. ბაკიევი ასევე გეგმავდა ტერაქტის მოწყობას ალევიტების სამლოცველო სახლში.

ბაკიევი რუსულის გარდა კარგად ფლობს რამდენიმე ენას, მათ შორის ინგლისურს, არაბულსა და თურქულს.