ვაშინგტონმა მოსკოვს, შესაძლოა, საკონსულოს დახურვა მოსთხოვოს

ვაშინგტონმა მოსკოვს, შესაძლოა, საკონსულოს დახურვა მოსთხოვოსვაშინგტონმა მოსკოვს შესაძლოა ერთ-ერთი გენერალური საკონსულოს დახურვა მოსთხოვოს. ამის შესახებ „კომერსანტი“ ამერიკულ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება. ვაშინგტონის ქმედება, სავარაუდოდ პასუხია, პუტინის გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც რუსეთში შეერთებული შტატების დიპლომატიური მისიის პერსონალი უნდა შემცირდეს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი აცხადებს, რომ ვაშინგტონი მოსკოვის საპასუხო ზომებს 1 სექტემბრისთვის გამოაცხადებს. რუსეთს ამერიკის შეერთებულ შტატებში 4 გენერალური საკონსულო აქვს – ნიუ-იორკში, სან-ფრანცისკოში, სიეტლსა და ჰიუსტონში.

რუსეთიდან ამერიკელი დიპლომატების რაოდენობრივი შემცირების გამო, ვლადიმირ პუტინს მადლობა გადაუხადა აშშ_ის პრეზიდეტმა დონალდ ტრამპმა.

– ჩვენ ასე ფულს დავზოგავთ, – აღნიშნა ტრამპმა ნიუ-ჯერსიში, გოლფ-კლუბში შეხვედრაზე პუტინთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.

ივლისის ბოლოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების დიპლომატიური მისიის პერსონალი 755 ადამიანით შემცირდება.

აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციამ აშშ-ის წინააღმდეგ კონტრსანქციების საფუძველზე მიიღო. სიაში როგორც დიპლომატები, ასევე ტექნიკური პერსონალი მოხვდნენ.

ნიუპოსტი