ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაბასთან გაჩენილ ხანძარს და მთავრობის მიერ შექმნილი საგანგებო შტაბის მუშაობას სოციალურ ქსელში ეხმაურება ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაზა ბიბილაშვილი.
,,ადრე ასეთ ხანძრებს ერთ დღეში აქრობდნენ. ახლა მესამე დღეს ქმნიან “საგანგებო შტაბს”, რომელშიც შეყავთ აქამდე შექმნილი სხვა საგანგებო შტაბების უფროსები და კამერების წინ იწვევენ საჩვენებელ თათბირს.
უსუსურები? უნიათოები? არავითარ შემთხვევაში! უბრალოდ, საშოვარზე მოსულ მოღალატეებს ის არ ადარდებთ, რაც ხალხს.
აბა, ივანიშვილის რომელიმე კარ-მიდამოს გასჩენოდა ცეცხლი, ღამე ცვლებად იმუშავებდნენ, ჯარს გამოიყვანდნენ კი არა, ცოლ-შვილსაც წამოყრიდნენ – “ვედროებითა” და “კრუშკებით” ჩაუქრობდნენ ცეცხლს პატრონს…
ვერტმფრენი ღამით ვერ დაფრინავს, დილამდე მოიცადეო, ხომ არ ეტყოდნენ?
მაგრამ ბიძინას მამულები არ იწვის. ამათ ხელში, იწვის მხოლოდ ბაზრობები (ერთი მეორის მიყოლებით) უბრალო ხალხის ქონება და საქართველოს უნიკალური ბუნება” – წერს ბიბილაშვილი.
ნიუპოსტი

