ალეკო ელისაშვილი: ”აღარაა ჩემი ელე. არ ვიცი, როგორ შევეგუები ამ ქალაქს ელეს გარეშე”

თბილის მერობის კანდიდატი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში მეგობრის ფოტოს შემდეგი წარწერით ავრცელებს:
– ვერ გაუძლო. დაგვტოვა. აღარაა ჩემი ელე. საყვედურებს მერე ვეტყვი იქ რომ შევხვდებით. გააზრებაც კი მიჭირს. ჩემი თანამოაზრე, თანამებრძოლი, უახლოესი მეგობარი, თანაშემწე, კლასელი. ჩემი ელე ერთადერთხელ მოიქცა უპასუხისმგებლოდ. ერთადერთხელ. ძალა აღარ ეყო, წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია საშინელ სენს. არ ვიცი, როგორ შევეგუები ამ ქალაქს ელეს გარეშე. ჩემო უსაყვარლესო ელე,  ჩემო ელე, ჩემო, – წერს ელისაშვილი.