ალეკო ელისაშვილი – “ივანიშვილს გონია, რომ თბილისი არის მისი ყანა”

ალეკო ელისაშვილი - "ივანიშვილს გონია, რომ თბილისი არის მისი ყანა"თბილისის ცენტრში ტერიტორიების ბიძინა ივანიშვილისთვის გადაცემას მტაცებლობას უწოდებს თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი, მისი თქმით ბიძინა ივანიშვილს თბილისი საკუთარი ყანა გონია და ამაში მას „ქართული ოცნებაც“ უწყობს ხელს:

„ეს არის ივანიშვილილს მტაცებლობა ქალაქის მიმართ, ერთი რომ ყოველგვარი გეოლოგიური დასკვნების გარეშე თბილისის ცენტრში, თავისუფლები მოედანზე უნდა თავისი სასტუმროსთვის პარკინგის აშენება, მეორე, ეროვნული ბანკის ყოფილ შენობაზე უნდა საბაგიროს ბოძის დადგმა, არადა ის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. სოფელში რომ მეზობლები ღობის გადაწევაში ეჯიბრებიან, ზუსტად ეს არის. ამ კაცს გონია, რომ თბილისი არის მისი ყანა და ქართული ოცნება კვერს უკრავს.“- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

დღეს დედაქალაქის საკრებულოში თბილისის ორი ტერიტორიის კერძო პირისთვის გადაცემის საკითხზე მსჯელობენ, საქმე ეხება ბოტანიკური ბაღის ნაწილს და პუშკინის სკვერთან არსებულ ტერიტორიას, ამ ტერიტორიებით კი „პანორამა თბილისის“ მშენებელი კომპანიაა დაინტერესებული.

ნიუპოსტი