ალექსეი ნავალნი ისევ დააკავეს

ალექსეი ნავალნი ისევ დააკავესმოსკოვში, საკუთარი სახლის სადარბაზოში ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის“ დამფუძნებელი ალექსეი ნავალნი დააკავეს. ამის შესახებ პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, დაკავებისას, სამართალდამცავებს მიზეზი არ დაუსახელებიათ და არ იცის, რატომ აიყვანეს.

აღსანიშნავია, რომ ოპოზიციონერი ნიჟნი ნოვგოროდში არასანქცირებულ მიტინგზე უნდა გამგზავრებულიყო.

რუსეთის შსს-მ ნავალნის დაკავება დაადასტურა და მიზეზად არასანქცირებულ მიტინგზე მისი დასწრების სურვილი დაასახელა.

თუმცა პოლიციის განყოფილებამ, სადაც ის მიიყვანეს, განაცხადა, რომ ნავალნი კი არ დაუკავებიათ, არამედ განმარტებების მისაცემად მიიყვანეს.

ნიუპოსტი