,,ამ პიჟონ კალაძეს ისევ ნარმანია ჯობდა“ – კახა კალაძე საარჩევნო შტაბში Harley Davidson Springer-ით მივიდა

,,ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი კახა კალაძე საარჩევნო შტაბში ლურჯი ფერის Harley Davidson Springer-ით მივიდა. ინფორმაციას და ფოტოს გამოცემა ,,მედიამოლი“ავრცელებს.

კალაძის ამ სახით გამოჩენას სოციალურ ქსელში ეხმაურება ნაციონალური მოძრაობის წევრი ზაზა ბიბილაშვილი.

“ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე საარჩევნო შტაბში (რომელიც “რუმსის” შენობაშია განთავსებული) ცოტა ხნის წინ მოტოციკლით მივიდა. კალაძე აქამდე ლურჯი ფერის Harley Davidson Springer-ით არ გამოჩენილა. — არა რა, ამ პიჟონს ისევ ნარმანია ჯობდა: შინაარსით ორივე ერთი ქოცია, მარა თვალებფახულა მზეჭაბუკი ნაღდი მაინც იყო, არ თამაშობდა – “რუმსებში” და “ჰარლი დევიდსონებში” არ იყო გახვეული“- წერს ზაზა ბიბილაშვილი.

ნიუპოსტი