ანი ნადარეიშვილი – “თუ ვინმე პირადად არ ხართ ახალაიას მიერ წამებული, გაუპატიურებული, არ გამომეხმაუროთ!”

ცოტა ხნის წინ ანი ნადარეიშვილმა ფეისბუქზე ასეთი პოსტი გამოაქვეყნა:

“გია მაისაშვილს თავისივე პოსტის ქვეშ დავუსვი კონკრეტული კითხვა. ამასობაში იქვე ერთი ქალბატონი გამომესარჩლა და მიმტკიცებს, რომ “ათიათასობით პატიმარი აწამა ბაჩომ”, თუმცა ერთსაც ვერ ასახელებს (ნუ როგორც ყოველთვის), მაგრამ მაინც თავისას მიმტკიცებს უტიფრად.

ხოდა ახლა გადავწყვიტე, დღეიდან, თუ ვინმე პირადად არ ხართ ახალაიას მიერ წამებული, გაუპატიურებული, ვაშლის გათლის დროს თავში დანის ტარჩარტყმული და მხოლოდ მეზობლის რძლის ბიძაშვილის მულის მეგობრისგან გსმენიათ ახალაიების მგლების და პირსისხლიანობის შესახებ – არ გამომეხმაუროთ! მწარე შეურაცხყოფას მოგაყენებთ გაფრთხილებთ, დამღალეთ! 5 წელი არ არის ცოტა,ზოგ შემთხვევაში მთელი ცხოვრებაა!

პ.ს. ჩემი დრო ჩემთვის ძვირფასია და თქვენ მაინც არაფერი გეშველებათ აწი.”