ანტალიაში ტურისტული ავტობუსის ავტოავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 29 დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ანტალიაში, კუმლუჯას რაიონში. შედეგად დაიღუპა 2 და დაშავებულია 29 ადამიანი.

თურქეთის პოლიციის ცნობით, დაშავებულები თურქეთის მოქალაქეები არიან. დაშავებულები საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი.