ბახუსის ზეიმი – GWS-ის აღდგენილი ანტიკური ტრადიცია

ბახუსის ზეიმი - GWS-ის აღდგენილი ანტიკური ტრადიციაკახეთის ისტორიულ დედაქალაქში, თელავში, საფუძველი ჩაეყარა ყოველწლიურ ბახუსის ზეიმის ტრადიციას. ინიციატორი და ორგანიზატორი, ცნობილი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია GWS-ია და ღვინის ზეიმსაც,  თელავში, ჩინებულში მდებარე ერთ-ერთ უძველესი ღვინის ქარხნის ეზოში უმასპინძლა.

ბახუსი (Bákhos) იგივე დიონისე რომაულ მითოლოგიაში მთელ მსოფლიოში არნახული პოპულარობით სარგებლობს, რადგან სწორედ იმ დარგის მფარველი ღვთაებაა, რომელიც ყველა ხალხისთვის ღვინოს, თრობას და შესაბამისად დროსტარებას, გართობასა და სულიერ შვებას უკავშირდება.

 

მნიშვნელოვანია, რომ ბახუსმა ზეცაში ცხოვრებას მიწაზე დარჩენა და ხეტიალი არჩია. მას თავს ვაზისა და სუროს ფოთლებისგან მოწნული გვირგვინი უმშვენებდა, მხრებზე ძოწისფერი ქათიბი ჰქონდა მოსხმული და ხელში ჯადოსნური კვერთხი ეკავა.

ბახუსის ზეიმი თეატრალიზებული იყო,   რომელსაც სიმებიანი კვარტეტი, ეთნო ჯაზ ბენდი ირიაო, ლევან მასპინძელაშვილი და მისი ბენდი მუსიკალურად აფორმებდნენ. საღამო დაასრულა დიჯეიმ.

ბახუსის ზეიმზე წარმოდგენა პანტომიმის თეატრმაც გამართა, ღონისძიებას აფორმებდნენ ახალგაზრდა მხატვრები, რომლებიც ადგილზე ბახუსის თემაზე ჩანახატები შექმნეს. სტუმრებმა კახურ პურმარილტან, ტრადიციებტან და მუსიკალურ ჰანგებთან ერთად, საუკეთესო ღვინის სახეობები დააგემოვნეს.

ბახუსის ზეიმი, მომავალ წელს, კვლავ ქარხნის ტერიტორიაზე და კვლავ სექტემბრის დასაწყისში გაიმართება.