ბარსელონამ ანდრე გომეში ტოტენჰემში არ გაუშვა

ბარსელონამ ანდრე გომეში ტოტენჰემში არ გაუშვა

ბარსელონამ თავისი პორტუგალიელი ნახევარმცველის ანდრე გომეშის გაყიდვაზე უარი თქვა. როგორც აღმოჩნდა გომეშის შეძენა ლონდონის ტოტენჰემს სურდა, მაგრამ კატალონიურმა კლუბმა ბოლო მომენტში ამ ტრანსფერზე უარი თქვა.

ბარსელონას გომეშის იჯარით გაშვება სურდა, მაგრამ კატალონიელებმა ამის გაკეთება ვერ მოახერხეს და ანდრე გომეში ბარსელონაში დარჩა.

გომეში ბარსელონამ გასულ ზაფხულს შეიძინა და ის შარშანდელი სეზონის ერთ-ერთი მთავარი იმედგაცრუება იყო. მიუხედავად ამისა, ბარსელონას მისი გაყიდვა ჯერჯერობით არ სურს.