ბარსელონამ ზაფხულში დიბალას ყიდვაზე უარი თქვა

ბარსელონამ ზაფხულში დიბალას ყიდვაზე უარი თქვაიტალიურ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ რომ აგვისტოს შუა რიცხვებში ბარსელონას პაულო დიბალას ყიდვა შეეძლო, მაგრამ კატალონიელებმა უარი თქვეს, რადგან ფელიპე კოუტინიოს შეძენას აპირებდნენ.

იუვენტუსი თანახმა იყო, რომ დიბალა 120 მილიონ ევროდ გაეყიდა, მაგრამ ბარსელონამ ამ თანხის გადახდა არ ისურვა, თან მათ აქცენტი კოუტინიოს ტრანსფერზე ჰქონდათ გაკეთებული.

საბოლოოდ, ბარსელონამ ვერ მოახერხა კოუტინიოს ყიდვა და მხოლოდ უსმან დემბელეს ტრანსფერს დაჯერდა. რომელიც კატალონიურ გუნდს 105 მილიონი ევრო დაუჯდა.