,,მიწერეთ ბებოებს და ნუ ანერვიულებთ“ – ბლოგერი გურამ შეროზია ფესიბუქის გვერდზე ბებოს მიერ გამოგზავნილ ემოციურ წერილს აქვეყნებს.
– აი დღეს, მოულოდნელად, ასეთი მაგარი წერილი მივიღე, ცოტა შემრცხვა კიდეც.
მოკლედ, ისე მოხდა, რომ ეს ბოლო თვე გადაბმული მოგზაურობების და თან დატვირთული სამუშაო რეჟიმის გამო წესიერად ვერ ვურეკავდი ბებიაჩემს და ვერც მის ზარებს ვპასუხობდი, ან ხანმოკლე საუბრებით შემოვიფარგლებოდი…
ჰოდა, არც აცია, არც აცხელა, წაბრძანდა ფოსტაში და ასეთი ხელნაწერი წერილი გამომიგზავნა. აი ისეთი, ბავშვობაში რომ ვუწერდით ერთმანეთს, როცა წერას მასწავლიდა, ან როცა სკოლაში რამე დავალება მქონდა საყვარელ ოჯახის წევრებზე.
ძალიან მაგარია, თქვენც მიწერეთ თქვენს ბებოებს და ნუღარ ანერვიულებთ. მე პირადად, პირობას ვდებ დღეიდან უკეთესი შვილიშვილი ვიქნები! – წერს გურამ შეროზია.

