ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობას ტოვებს და “პატრიოტთა ალიანსში” გადადის

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობას ტოვებს და "პატრიოტთა ალიანსში" გადადისვაგავრცელებული ინფორმაციით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე თანამდებობას ტოვებს და შვებულების ვადის ამოწურვის შემდეგ ის პოსტზე აღარ დაბრუნდება. დაკავებული თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ჩაჩანიძე ადგილობრივ მედიასთან ადასტურებს და ამ გადაწყვეტილებას მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირებს.
არაოფიციალური ინფორმაციით, ჩაჩანიძე “პატრიოტთა ალიანსს” უერთდება და თვითმმართველობის არჩევნებზე მათი გუნდის სახელით, ბორჯომის მერობის პოსტზე იყრის კენჭს.
ზაზა ჩაჩანიძე ბორჯომის საკრებულოს 2014 წლიდან ხელმძღვანელობს და იგი საკრებულოში “ქართულ ოცნებას” წარმოადგენს.