“ბრიუსელს ეარლაინსის” თვითმფრინავის პილოტი ჰაერში ცუდად გახდა – ავარიული დაშვება ბრიუსელის აეროპორტში

დღეს დილით, ბრიუსელის აეროპორტში საგანგებო დაშვება განახორციელა Brussels Airlines-ის თვითმფრინავმა. დაშვების მიზეზი ერთერთი პილოტის ცუდად გახდომა გახდა.

აეროპორტის ტერმინალის წარმომადგენლის განცხადებით, პილოტი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მგზავრებისგან არავინ დაშავებულა.

თვითმფრინავი კუნძულ როდოსზე მიფრინავდა.

ნიუპოსტი