ცოტა ხნის წინ იტალიაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა მაკა თათელიშვილმა ფეისბუქზე ასეთი პოსტი გამოაქვეყნა:
“ემიგრანტობა არ არის იოლი, თუმცა ადამიანები ყველაფერს ეჩვევიან. ბევრი მინახავს შეჩვეული და არავის ვუმტყუნებ, უბრალოდ მე ვერასოდეს შევეჩვევი. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მე მეტად მიყვარს სამშობლო და ოჯახი. ჩემი ორგანიზმი,ჩემი სისხლი ვერ ღებულობს სხვა ქვეყნის ჰაერს. აქედან, რომ ჩავედი სახლში და დავწექი ჩემს ლოგინში პატარა ბავშვივით მიხაროდა. ვსუნთქავდი ხარბად ჰაერს,თითქოს მეშინოდა არ გამოილიოს-თქო. ამ მოხუცების და შარდის სუნით ჩემი ფილტვები შეშინებულია.
თვალს ჭავჭუტავდი თუ არა ეგრევე იტალიაში ამოვყოფდი თავს. დაძინება მეშინოდა ლამის. დილას თვალებს, რომ გავახელდი და ჩემი ოთახის კედლებს თვალს მოვავლებდი ხელთავიდან ვიბადებოდი.
ღმერთო! სახლში ვარ,სახლში ვარ,ვეძახდი საკუთარ თავს. ![]()

