28 სექტემბერს, უცნობი პირები უკრაინის ქალაქ ჩერკასის საკრებულოს წევრს მიხაილ ბინუსოვს დაესხნენ თავს. ბინუსოვი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.
როგორც მიხეილ სააკაშვილი წერს, ბინუსოვის მკვლელობამდე სამი დღით ადრე, ის მას შეხვდა.
“სამი დღის წინ ძალიან საინტერესო ჩეხვედრა მქონდა, ქალაქ ჩერკასის საკრებულოს ფრაქციის ლიდერებთან. შეხვედრაზე იყო ჩემი სეხნია, მიხაილ ბინუსოვი უკროპიდან. ის დარდობდა, რომ ჩერხასი ბანდიტებმა დაიკავეს და ამბობდა, რომ ჩვენ, ყველანი უნდა გავერთიანებულიყავით, მათ წინააღმდეგ, სხვა შეთხვევაში საქმე ცუდად იქნებოდა. გუშინ საღამოს შევიტყვე, რომ ის უცნობმა პირებმა ცეცხლსასროლი იარღით მოკლეს , მისსავე სახლთან. მიშას პატარა შვილი დარჩა. მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ქალაქის მერს, ჩერკასის საკრებულის და ყველა ჩერკაშელს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რასაც ბინუსოვი მოგვიწოდებდა – გავერთიანდეთ უკანონობის, ქაოსის წინააღმდეგ და ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად“ – წერს სააკაშვილი.

