ჩრდილოეთ კორეაში 6,3 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა

ჩრდილოეთ კორეაში 6,3 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა6,3 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა ჩრდილოეთ კორეაში. აშშ-ის სეისმოლოგიური ცენტრის განცხადებით, მიწისძვრა შესაძლოა ატომური აფეთქების მორიგ ცდას გამოეწვია. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მიწისძვრის ბიძგები ადგილობრივი დროით 11:30 წუთზე დაფიქსირდა. მისი არეალი ჩრდილოეთით 41,35 გრადუსი, ხოლო 129,11 გრადისი აღმოსავლეთით გავრცელდა. გავრცელებული ცნობით, მიწისძვრის სიღრმე 0 მეტრი იყო.

მიწისძვრა ჩრდილოეთ კორეაში მას შემდეგ მოხდა, რაც სახელმწიფო მედიამ ქვეყნის ლიდერის ფოტო გაავრცელა, რომელზეც კიმ ჩენ ინი ახალ წყალბადის ბომბთან არის აღბეჭდილი.

მომხდარის გამო სამხრეთ კორეასა და იაპონიაში უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა. ორივე ქვეყნის მთავრობამ ფხენიანის ქმედება დაგმო.

სამხრეთ კორეის წარმომადგენელთა განცხადებით მიწისძვრა მოხდა კილჯუს რაიონში, ეს ის ადგილია, სადაც ჩრდილოეთ კორეა ადრე ბირთვული აფეთქების ცდებს ახორციელებდა.

იმედინიუსი