დათო ლიკლიკაძე – “ხმები ჩემი გადეპუტატების შესახებ ნაადრევი და გადაჭარბებულია”

ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე სავარაუდოდ ქუთაისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატია. არ არის გამორიცხული ის „ქართული ოცნების“ სიაში მეორე ნომრად ვიხილოთ. ამის შესახებ „ქუთაისი თუდეის“ პარტიის საარჩევნო შტაბში უთხრეს.

თავად დათო ლიკლიკაძე ამ ინფორმაციას ფეისბუქზე ასე გამოეხმაურა:

“ჩემო მომხრეებო,
დანო და ძმანო! 
ხმები ჩემი გადეპუტატების შესახებ ნაადრევი და გადაჭარბებულია. მიმაჩნია, რომ ჟურნალისტიკიდანაც (როგორც “მოდარაჯე ძაღლი”)ვახერხებ ჩემი ქალაქის სიყვარულს და პატივისცემას. ცხადია ამით არანაირად არ ვაკნინებ თვითმმართველობის იდეას, უბრალოდ მე არ მინდა  რაც შეეხება ამ უწყინარ ჭორს, მეც არ ვიცი საიდან მოდის. მე მხოლოდ გაკვირვებული ვარ და მხრებს ვიჩეჩ!