დავით აქუბარდია თბილისის მერობის კანდიდატი?!

დავით აქუბარდია თბილისის მერობის კანდიდატი?!,,პირველი რადიოს“ ინფორმაციით, თბილისის მერობისთვის ბრძოლაში შესაძლოა, ცნობილი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი დავით აქუბარდიაც ჩაერთოს. გავრცელებული ინფორმაციით აქუბერდიას კანდიდატად ,,ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი“ წარადგენს.

კომენტარისთვის ,,პირველი რადიო“ დავით აქუბარდიას დაუკავშირდა, რომელმაც ინფორმაციას ,,გაზვიადებული ჭორი უწოდა“, რაც შეეხება ტრადიციონალისტთა კავშირის თავმჯდომარე აკაკი ასათიანს მან ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა.

– ჩვენ ყველას ვთავაზობთ თანამშრომლობას. ამ საკითხზე გადაწყვეტილება თავად ბატონმა დავით აქუბარდიამ უნდა მიიღოს, ამ ინფორმაციას არც დავადასტურებ და არც უარვყოფ, – განაცხადა აკაკი ასათიანმა.