დავით ლილუაშვილი: „ესაა ჰიპოკრატეს ფიცდადებული ჯანდაცვის სამინისტრო, ცოცხალი ადამიანი, როგორ მოკალით?!!!“

კოალიცია “ჩვენი უფლებებისთვის” თავმჯდომარე დავით ლილუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ კლინიკამ პაციენტი, რომლის ოჯახმაც თანხის უზრუნველყოფა ვერ შეძლო, აპარატიდან გამორთო.
“ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ!!! ცუდი ამბავი გავიგე, ძალიან ცუდი… ერთი პატიოსანი და კარგი კაცი, არაადამიანურმა სისტემამ გაწირა და მოკლა!!! ინსულტის გამო აპარატზე იყო მიერთებული… სახელმწიფო დაფინანსება (15.000 ლარი, რაც დაახლოებით ორი კვირაა საკმარისი), როცა ამოეწურა, ოჯახს ვალის უზრუნველყოფაზე მოაწერინეს ხელი (გარანტიად სახლი ჩაიდო) მაგრამ, როცა ეს სავარაუდო თანხის ლიმიტიც დამთავრა და ოჯახს სხვა არაფრის საშუალება აღარ დარჩა კლინიკამ, რომელიც ვეღარ გაძღა, აპარატიდან გამორთო!!! კი მაგრამ, ესაა ჰიპოკრატეს ფიცდადებული ჯანდაცვის სამინისტროსა და კლინიკის პერსონალთა ჰუმანიზმი?! ცოცხალი ადამიანი, როგორ მოკალით?!!! კაცი სიკვდილისთვის, როგორ გაიმეტეთ?!!! დღეს მისი დაკრძალვის დღე ყოფილა… ეჰ, უფალმა გაანათლოს მისი სული”, – წერს დავით ლილუაშვილი სოციალურ ქსელში.