დავით ნარმანია მთავრობაში გადავა

დავით ნარმანია მთავრობაში გადავადავით ნარმანია მერის თანამდებობის დატოვების შემდეგ შესაძლოა მთავრობაში დასაქმდეს. ამის შესახებ ნარმანიამ “ქრონიკასთან” ისაუბრა. კონკრეტულად სად და რა თანამდებობას დაიკავებს არჩევნების შემდეგ მოქმედი მერი, არ აკონკრეტებს.

– დაახლოებით 2 თვე ვრჩები დედაქალაქის მერად, ვიდრე არჩევნები არ დასრულდება. ამასობაში კონსულტაციები გაგრძელდება და ვიქნები იქ, სადაც ერთობლივად მივიღებთ გადაწყვეტილებას გუნდში. ეს იქნება საჯარო
სექტორში და არა მერიაში. – განაცხადა ნარმანიამ.

კითხვაზე იქნება თუ არა ახალი სამსახური მთავრობაში, დავით ნარმანია პასუხობს რომ, სავარაუდოდ, კი.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.

იმედინიუსი