დავით ოქიტაშვილმა კანდიდატურა მოხსნა

დავით ოქიტაშვილმა კანდიდატურა მოხსნადავით ოქიტაშვილმა გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარეობის თანამდებობიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

„მე ამ ფარსში მონაწილეობას არ მივიღებ, რადგან იმ არჩევნებით, რაც დღეს გაიმართება, გაიმარჯვებს პეტრიაშვილი. ჩემი გადაწყვეტილებით მტკიცდება, რომ მთავრობის კანდიდატი არ ვარ და ასევე ჩანს, რომ მთავრობა არ ერევა პროფკავშირების საქმიანობაში“, – განაცხადა ოქიტაშვილმა.