დავით საყვარელიძე: „უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქტივისტების რეპრესიები და დაკავებები დაიწყო“

დავით საყვარელიძე: „უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქტივისტების რეპრესიები და დაკავებები დაიწყო“უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქტივისტების რეპრესიები და მასობრივი დაკავებები დაიწყო, – ამის შესახებ უკრაინის პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

– ჩვენი აქტივისტების მასობრივი დაკავებები და რეპრესიები დაიწყო! ახლა ჩერკასში ჩვენი აქტივისტი ანდრეი კოტიჩენკო დააკავეს. ის მათ შორის იყო, ვისაც მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში შემოჰყავდა. ამ წუთებში ის ლვოვში მიჰყავთ. გუშინ ასევე ივანო ფრანკოვსკში დააკავეს ჩვენი თანამოაზრე ალექსანდრე ბურცევი, რომელიც ასევე აქტიურ მონაწილეობას იღებდა კვირას მომხდარ მოვლენებში, – დაწერა საყვარელიძემ.

მან ხელისუფლებას მოუწოდა შეწყვიტოს რეპრესიები და გაათავისუფლოს დაკავებულები.

– ჩვენ მოვითხოვთ დაკავებულების გათავისუფლებას! ხელისუფლებას მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს პოლიტიკური რეპრესიები, რადგან ეს მათთვის ცუდად დასრულდება, – აღნიშნა საყვარელიძემ.