ეკა წამალაშვილი – “სააკაშვილს და ჯანაშიას ივანიშვილი ასამართლებს 100 ლარის ბუშტების შეძენისთვისაც”

ნაციონალური მოძრაობის წევრი ეკა წამალაშვილი მიხეილ სააკაშვილის და თემურ ჯანაშიას წინააღმდეგ აღძრული საქმის ახალ დეტალებზე წერს:

,,ახალი ბუშტები “ვენოკების საქმიდან”. ჰელიუმით შევსებული ბუშტი 50 ცალი. თითოს ღირებულება 2 ლარი. ესეც ბავშვებისთვის დასარიგებლად უყიდიათ. მთელი ხარჯი 100 ლარი. ინვოისი საბრალდებო საქმეშია.

მიხეილ სააკაშვილს და თემურ ჯანაშიას ივანიშვილი ასამართლებს 100 ლარის ღირებულების ჰელიუმის ბუშტების შეძენისთვისაც.

ზოგიერთი წაიკითხავთ და ისევ არ შეიმნევთ, მაგრამ ცოტა ხომ შეგრცხვებათ საკუთარი ქვეყნის ასეთი დაცემის გამო?

პროკურორები: სონღულაშვილი, ჩაჩავა, მუჯირი“- წერს წამალაშვილი ფეისბუქის გვერდზე.