ელენე ხოშტარია საკრებულოდან პოლიციამ გამოაგდო

ელენე ხოშტარია საკრებულოდან პოლიციამ გამოაგდო“ევროპული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატს, ელენე ხოშტარიას საკრებულოს სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს. სამართალდამცავებმა ის ძალის გამოყენებით გაიყვანეს სხდომათა დარბაზიდან.

საკრებულოს სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება ბიძინა ივანიშვილისთვის მიწის გადაცემის საკითხის განხილვის დაყენებას მოჰყვა.

საკრებულოს სხდომაზე ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის მიწების გადაცემის საკითხზე უნდა ემსჯეკათ. საუბარია პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის და ასევე, ბოტანიკურის მიმდებარედ 5.000 კვ მეტრზე თაბორის მთაზე.

სხდომათა დარბაზი უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა “ენმ”-ს წევრებს და მერობის კანდიდატს, ზაალ უდუმაშვილსაც დაატოვებინეს. მათ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები დარბაზში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ.