ელისო კილაძე: “პირადი ცხოვრების ფირები ღარიბაშვილის გარემოცვამ გაასაჯაროვა… მიშას ასეთი რამე არ გაუკეთებია”

ჟურნალისტმა ელისო კილაძემ ცოტა ხნის წინ ფეისბუქზე ასეთო პოსტი გამოაქვეყნა:

“დიდი ღლიცინი ატყდა მიშას სასტუმროს ნომერში აღმოჩენილი ფარული კამერის და მისი განცხადების გამო.
წამოაძახეს-თქვენს დროს არ იღებდითო ?!
დიახ,პირად ფირებს იღებდნენ წინა ხელისუფლების დროს ,მაგრამ არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა ეს ფირი გამოექვეყნებიათ.
პირადი ცხოვრების ფირები გასაჯაროვდა ამ ხელისუფლების პირობებში ,ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვის მიერ და ყველა ფაქტი დღემდე გამოუძიებელია.ესაა სხვაობა.
ზოგადად,ყველა ქვეყანაში სპეცსამსახურს აინტერესებს პოლიტიკურად და სოციალურად აქტიური ადამიანების პირადი ცხოვრება,მთავარია იყენებს თუ არა ამას პირის შანტაჟისთვის.”