გიორგი ლობჟანიძე: ”მართლა პრახადნოი დვორი გახდა საქართველო…როგორ გამოაბუნძულეს ქართული მედია გუგუშის კონცერტიდან”

”დღეს ჩემმა მეგობარმა ჟურნალისტმა მითხრა, როგორ გამოაბუნძულეს ქართული მედია გუგუშის კონცერტიდან, არავის მისცეს მომღერალთან გასაუბრებისა და ჩაწერის საშუალება. სპორტის სასახლე თურმე გადაჭედილია ირანელებით. არადა, ბილეთის ფასი ძალიან ძვირია.

მე უფრო სხვა რამე მაწუხებს: ეტყობა, მართლა პრახადნოი დვორი გახდა საქართველო, რომ ვინ ვისზე რას აქირავებს დედაქალაქის ცენტრში, აღარავინ არავის არაფერს ეკითხება! გუგუში კი არა, ალენ დელონი და ფანი არდანი სტუმრობდნენ ამ ქვეყანას, და მათ ვიზიტებს ჰქონდათ ცივილური და არა მასპინძლების ასეთი შეურაცხმყოფელი ფორმა! და კიდევ ახლა მესმის იმ სპარსელებისა, რომლებსაც კატეგორიულად არ უყვართ ეს გუგუში. ჰაიდე ასე არასოდეს მოიქცეოდა!” – წერს აღმოსავლეთმცოდნე გიორგი ლობჟანიძე.

”საქმე ისაა, რომ ჩამოჰყავთ ეს მსახიობები. აფიშებს ბეჭდავენ მხოლოდ სპარსულ ენაზე, არც ერთ მედიასაშუალებას არ აგებინებენ, რა ხდება. ქვეყანაში მოდიან თუ თავიანთ ისტორიულ ველაიათში, წარმოდგენა არა აქვთ!” _ ამასაც გიორგი ლობჟანიძე წერს.