გიორგი ვაშაძე თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინეს

გიორგი ვაშაძე თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინესთბილისის მერობის კანდიდატებს კიდევ ერთი ადამიანი შეემატა. „ახალი ერთობა საქართველომ“ თბილისის მერობის კანდიდატატ გიორგი ვაშაძე წარადგინა.

გიორგი ვაშაძემ დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სახელმწიფო მართვის სპეციალობით; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი; ჰარვარდის ბიზნესის სკოლა ბიზნეს მენეჯმენტის ფაკულტეტი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სახელმწიფო მართვის სპეციალობით.

2003-2004წწ. ინტერპოლის ეცბ ინსპექტორი; 2004-2005წწ. საქართველოს პარლამენტის აპარატი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის მოწვეული სპეციალისტი; 2005 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ჩუღურეთის საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის უფროსი; 2005-2006წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე; 2006-2010წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე; 2010-2012წწ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე; 2012 წელს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე.

პარტია”ახალი საქართველოს” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 2016 წელს დატოვა.

ნიუპოსტი