ინგა ბერიკაშვილი: „ოხანაშვილო, უწმინდესი მაშინ მოწამლეს, როდესაც მისი დაცვის უფროსი იყავით,  ის ყავის ჭიქა გასკდა და მოწამლული ყავა დაიღვარა!“

– უწმინდესი მაშინ მოწამლეს, როდესაც თქვენ იყავით მისი დაცვის უფროსი, მაგრამ უფალმა არ დაუშვა ის შედეგი, რაც ჩაფიქრებული გქონდათ – ის ყავის ჭიქა გასკდა და  მოწამლული ყავა დაიღვარა, – უფლებადამცველი ინგა ბერიკაშვილი პატრიარქის დაცვის ყოფილ უფროსს,  სოსო ოხანაშვილს რამდენიმე კითხვით მიმართავს და მის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებზე, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი რუსთავი 2-ის ეთერის საშუალებით გახდა, პასუხს სთხოვს.

უფლებადამცველი ასევე პროკურატურას მიმართავს და ოხანაშვილის მიერ მიცემული, მისი თქმით, ცილისმწამებლური ჩვენების საფუძველზე, რაც პატრიარქის მიერ ტერორიზმში ბრადლებულებისთვის თავშესაფრის მიცემას გულისხმობს, გამოძიების დაწყებას ითხოვს.

– დღემდე კომენტარი არ გამიკეთებია საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე…

სოსო ოხანაშვილი, რომელიც უწმინდესის სიძე ნაციონალური მოძრაობის დავალებით გახდა, რადგან ის ერთ-ერთი აგენტია და აგენტები უკვე იმდენი ყავს ამ პატარა ქვეყანას, რომ გასაკვირი არაფერია, ტყუილად ცდილობს ამ მარაზმით მოცული ქმედებებით საკუთარი თავის დაძვრენას!

მე, როგორც უფლებადამცველი, ვეკითხები მას: მოწამლეს თუ არა ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა უწმინდესი მაშინ, როდესაც ის მისი დაცვის უფროსი იყო?

– არ ვიცი ეს არსება რას უპასუხებს, მე მას ადამიანს ვერ ვუწოდებ, რადგან ადამიანობისგან ძალიან შორსაა მისი არსება. დიახ, ბატონო სოსო, მოწამლეს და თან მაშინ, როდესაც თქვენ იყავით მისი დაცვის უფროსი!

დიახ, ბატონო სოსო ოხანაშვილო, თქვენს დროს მოწამლეს უწმინდესი და რა თქმა უნდა, უფალი არ დაუშვებდა იმ შედეგს, რაც მაშინ გქონდათ ყველას ჩაფიქრებული. ის ყავის ჭიქა გასკდა და დაიღვარა მოწამლული ყავა, გახსოვს ხომ, ოხანაშვილო? არ მგონია, გაგიკვირდეს მე საიდან ვიცი, მე კიდე ბევრი რამ ვიცი და სამწუხაროდ, ფაქტებს ვერ დავდებ, რომც შემძლებოდa ამ საქმის გამოძიება, ზუსტად ვიცი, რომ უწმინდესი აუცილებლად შეგინდობდა, ბევრჯერ გაპატია.  როდესაც შენში სატანა მძვინვარებს, უნდა გინდოდეს მისგან გათავისუფლება,  მაგრამ უკვე ცხადია, რომ ვერ ელევი ნაციონალური მოძრაობის სატანურ სექტას. არ ვიცი, შინაგად ხარ ასეთი, თუ კომპრომატები გაიძულებს, მაგრამ დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად მოგეკითხება და ზოგადად, ყველას მოეკითხება უწმინდესზე და ეკლესიაზე ასეთი თავდახმების გამო.

დიახ, ბატონო სოსო ოხაანშვილო, თქვენ გარეშე უწმინდესთან ახლოს პატარა ბავშვიც ვერ მიდიოდა, ისეთი აგრესიით გამოირჩეოდით წირვების დროს, რისი მომსწრეც მეც ვარ და ბევრჯერ უწმინდესს უნიშნებია კიდეც, რომ ეგ თქვენი აგრესია ხალხის მი მართ გაგეჩერებინათ და თვითონ უწმინდესი მოდიოდა ჩვენთან დასალოცად.

თქვენ მას კი არ იცავდით, სწორედ თქვენი დამსახურებაა, დღეს რომ მისი ჯანმრთელობა დამძიmებულია, შენი დაცვის დროს ყველაზე დიდი მარაზმი ხდებოდა ყველგან, რადგან ყველგან თქვენი საცეცები გქონდათ გაშვებული, რადგან ნაციონალური მოძრაობის აგენტი იყავით მის ოჯახში ჩასმული, როგორ შეიძლებოდა ნაციონალების მეგობარი ადამანი ყოფილიყო?

და თქვენ გგონიათ უწმინდესმა არ იცოდა, ან არ იცის, რა ხდებოდა ან რა ხდება?

რუსთავი 2-თან ინტერვიუს დროს საბოლოოდ ჩამოგეხსნა ნიღაბი!

იმდენად ურწმუნო ხარ და ალბათ, ნაციონალებსაც იმდენი კომპრომატები აქვს შენზე, რომ ჩუმად წავლასაც ვერ ახერხებ, რომ გაქრე და კიდე აგრძელებ უწმინდესზე თავდასხმას…

დღეს ამ სიუჟეტით შენ შორენა თეთრუაშვილს კი არა, მის უწმინდესობას მიაყენე დიდი ტკივილი, მაგრამ შენ ამას ყოველთვის სიხარულით აკეთებდი, რადგან მაგისთვის მიგავლინეს მანდ….
რაც შეეხება შორენა თეთრუაშვილს, ვინც მასზე საუბრობს, ერთი რამ უნდა გაითავისოს, რომ არც უწმინდესზე ჭკვიანები ხართ და არც მასზე ბრძენები, რომ რჩევა დაგირეგებები აფრქვიოთ და ბიბლიას რომ კითხულობთ და ჩვენ გვასწავლით, მანდ პირველი, რაც უნდა იცოდეთ ისაა, რომ უწმინდესის ლოცვა-კურთხევის გარეშე ხმის ამოღების უფლება არ გაქვთ საჯაროდ!

ერთადერთი რწმენა და უფლის იმედი დაგვრჩა ხალხს და იმასაც დაუნდობლად ებრძვით და დაბნეული ადამიანების აყოლიებას ცდილობთ, მაგრამ კარგად გახსოვდეთ წმინდა ბერი გაბრიელის სიტყვები – აგუზგუზებულ ნაკვერჩხალს ყველა მოიმკით მალე და ეს დღე შორს არაა!

საცოდავი სანახავები ხართ იმ ფონზე, როდესაც გგონით, რომ უწმინდესი ვერ აკონტროლებს ან არ აკონტროლებს სიტუაციას, ძალიან შორს ხართ ამ დროს უფლისგან, თორემ ასე დაბალი ინტელექტით არ მიუდგებოდით ამ საკითხს!

უწმინდესი დღეგრძელი იქნება და მას არავის დაცვა არ სჭირდება, როდესაც მასში უფალია და მადლობა უფალს, რომ ჩვენს ქვეყანას უწმინდესი ყავს!

კიდევ ერთხელ ვამბობ, დღემდე არ ვიღებდი ხმას, რადგან უფალი, რწმენა, დედა ეკლესია და უწმინდესი ჩემთვის ყველაზე სათუთი თემაა და მე, ცოდვილს, არ მაქვს უფლება ამაზე საჯაროდ ვწერო, მაგრამ დღეს რუსთავი 2-ზე გასულმა კრიმინალური ნიშნების შემცველმა სიუჟეტმა, რომელიც მიმართულია არა მარტო უწმინდესის წინააღმდეგ არამეთ ქვეყნის წინააღმდეგ, როდესაც გაცხადდა რომ ტერორისტებს ვმალავდით თურმე ჩვენს ქვეყანაში ვალდებულად ჩავთვალე თავი რიგითმა მოქალაქემ, მომიტევოს უფალმა და მისმა უწმინდესობამ ეს ჩემი გულახდილობა, რომელიც საჯაროდ გამოვხატე, მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ უნდა დამეწერა ეს წერილი…

რაც შეეხება ამ სიუჟეტის სამართლებრივ მხარეს, მივმართავ საქართველოს მთავარ პროკურატურას, დაიწყეთ გამოძიება ამ უმძიმესს ბრალდებებზე, რომელსაც უყენებენ ჩვენს სახელმწიფოს, რამეთუ ძებნილი ტერორიტების დამალვა ძალიან მძიმე ბრალდებაა და ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში ამ ტელევიზიის მხრიდან უნდა დამთავრდეს სიცრუის ტირაჟირება, თან ბრალდებებსაც გააჩნია, ესენი ყველა ზღვარს გაცდნენ!

ასევე კითხვა გვაქვს რუსთავი 2-ის მოწმე ოხანაშავილთან, თუ ტერორისტები იყვნენ უწმინდესის სახლში, ოხანაშვილი დაცვის უფროსი იყო და მის გარეშე როგორ მოხდა ეს ფაქტი? ოხანაშვილის გარეშე ჩიტი ვერ დაფრინავდა ვერსად!

ველოდებით სწრაფ რეაგირებას, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს უწმინდესის და დედა ეკლესიის დევნა!- წერს ირმა ბერიკაშვილი

sazogadoeba.ge