ინგა ლოლაძე კახა კალაძეს – “ხვალ თქვენ დაუჭერთ მხარს ნინოს და მის მეგობრებს”

დღეს “ქართული ოცნების მერობის კანდიდატი კახა კალაძე დიდუბის მოსახლეობას შეხვდა მუშტაიდის ბაღში, სადაც მას სიტყვის დასრულებისთანავე, მოულოდნელად მიკროფონი “ჩამოართვეს”.

სცენაზე ასვლა პატარა ნინომ გადაწყვიტა.

პატარა ნინო, რომელსაც საქართველოში ყველა იცნობს, დედასთან ერთად იმყოფებოდა შეხვედრაზე. როდესაც კახა კალაძემ მიმართვის სიტყვა დაასრულა, ნინო სცენაზე ავიდა და მიკროფონიც “ჩაიგდო ხელში”. ეს ფოტოებიც სწორედ იმდროსაა გადაღებული.

მოგვიანებით ინგა ლოლაძემ ფეისბუქზე ასეთო პოსტი გამოაქვეყნა:

“ხვალ ყველას გაგვინაწილებთ სითბოს და სიყვარულს, რომელიც დღეს ნინიკოს აჩუქეთ.
დღეს ჩვენ ვართ თქვენი მხარდამჭერები ბატონო კახი, ხვალ თქვენ დაუჭერთ მხარს ნინოს და მის მეგობრებს