ირაკლი მექვაბიშვილი: „აუდიტის სამსახური გახდება უფრო ეფექტური, უფრო მოქნილი, უფრო გამჭვირვალე და დამოუკიდებელი“

ირაკლი მექვაბიშვილი: „აუდიტის სამსახური გახდება უფრო ეფექტური, უფრო მოქნილი, უფრო გამჭვირვალე და დამოუკიდებელი“აუდიტის სამსახური გახდება უფრო ეფექტური, უფრო მოქნილი, უფრო გამჭვირვალე და დამოუკიდებელი, – ამის შესახებ გენერალური აუდიტორის პოსტზე წარდგენილმა ირაკლი მექვაბიშვილმა განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა პარლამენტის თავმჯდომარეს აღნიშნულ თანამდებობაზე წარდგენისთვის.

– იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი გამომიცხადებს ნდობას, როგორც გენერალური აუდიტორი ვიზრუნებ აუდიტის სამსახურის შემდგომ ინსტიტუციურ განვითარებაზე. ის თითქმის 25-წლიანი გამოცდილება, რაც შეძენილი მაქვს საბანკო-საფინანსო სექტორში მოღვაწეობის დროს, მოხმარდება აუდიტის სამსახურის თვისობრივად ახალ დონეზე გადასვლას. სამსახური გახდება უფრო ეფექტური, უფრო მოქნილი, უფრო გამჭვირვალე და დამოუკიდებელი. ჩვენ ყველანი გავერთიანდებით იმ ღირებულებების ირგვლივ, რომელიც არის ობიექტურობა, დამოუკიიდებლობა, პროფესიონალიზმი და საჯაროობა, – განაცხადა მექვაბიშვილმა.